საბარათე გადახდის სისტემა 4 მაისიდან შევა ექსპლუატაციაში – ამის შესახებ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”საღამო მშვიდობის მეგობრებო, საბარათე გადახდის სისტემა 4 მაისიდან შევა ექსპლუატაციაში! რაც შეეხება სამგზავრო ბილეთებს, მათი რეალიზაცია ხდება ჩვენი კონდუქტორების მიერ სხვადასხვა მარშრუტებზე, მგზავრთა ნაკადის მონიტორინგის მიზნით და მრავალჯერადი გამოყენების თავიდან აცილებისათვის მგზავრს მიეწოდება დაზიანებული ბილეთი. მშვიდობიან და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!” – წერს გიორგი გიორგობიანი ფეისბუკზე.