LIVE TV
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები ეკონომიკა

,, საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის”-ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება

დაპოსტა 2022/05/11-ში
გაზიარება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ როგორც ადვოკატი და იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი კოორდინაციას ვუწევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამ დავის შესახებ ქართულ მედიაში უცხოეთში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია უკვე დაიბეჭდა და დამატებითი დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ.

ამჯერად, საკითხის ირგვლივ რამდენიმე ბოლოდროინდელი შეფასების საპასუხოდ მინდა მოკლეზე რამდენიმე გარემოებაზე მივანიშნო.

ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა.

ამჯერად, ჩვენი მხრიდან კომენტარის სურვილი და აუცილებლობაც „მთავარი არხის“ მხრიდან საზოგადოებისათვის დამახინჯებული შინაარსის ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა.

ასეთმა არაობიექტურობამ და ფაქტების სათავისოდ გაშუქებამ სწორედ რომ იმ შესაძლოდ ვრცელ ინტერპრეტაციას დაუდო საფუძველი, რაზეც უკვე აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.

ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.

კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში.

წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით.

ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას.

მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.

ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია;

აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა.

მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო.

მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა.

აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის:

თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.

ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით.

სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ.

ზემოთქმულთან ერთად, მსურს ასევე ჩემი პირადი პოზიცია გადმოვცე. კარგად მესმის ის ემოციური ფონი, რაც ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი მასშტაბის საქმეების წარმოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით მოვუწოდებდი საზოგადოებას ემოციებით შეფასებებისგან თავშეკავებისაკენ, რამეთუ ემოციებით მსჯელობას სარგებელი არასდროს მოუტანია. სანაცვლოდ კი, მხოლოდ დასაბუთებული ფაქტებით, გაწონასწორებული ინფორმაციისა და სამართლის გამოყენებით მსჯელობა არის ფართო საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე განსჯის ერთადერთი სწორი საშუალება.

პრიორიტეტებზე საუბრისას, ორიოდე სიტყვით შემდეგს აღვნიშნავ: ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში.

პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები.

ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

 

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

Teslamedia-ში ჩადებული თანხა – მოიგეთ თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდით

ივნისი 30, 2022
113
მთავარი

„ჯამში, 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“, - ამის შესახებ კრიპტო ბაზრის დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ტესლა ვიდეო მედიაზე“ საუბრისას...

დაწვრილებით

რა მიმართულებით აღადგენს Wizz Air-ი ფრენებს

ივნისი 30, 2022
59
მთავარი

1-ლი აგვისტოდან, Wizz Air-ი ქუთაისში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

დაწვრილებით

ვინ არის ქალი, რომელიც სავარაუდოდ შაურმისგან მოწამვლით გარდაიცვალა

ივნისი 30, 2022
2.2k
მთავარი

თბილისში, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ახლობლების ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ინტოქსიკაცია გახდა, რომელიც შაურმამ გამოიწვია.დაღუპული ხალგაზრდა ქალი 34 წლის ნატო ბალიაშვილია. ”ჩემი ბიძაშვილის შვილია შაურმით ისეთი მოწამვლა წავიდა რომ მთელი...

დაწვრილებით

რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები – კელი დეგნანი

ივნისი 30, 2022
31
მთავარი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, რათა მიღწეული იქნეს პროგრესი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. დიპლომატის განცხადებით, სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის...

დაწვრილებით

პრეზიდენტი იზოლაციაში გადავიდა

ივნისი 30, 2022
62
მთავარი

სალომე ზურაბიშვილი კოვიდ ინფიცირებულის კონტაქტია და იზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.   "გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი. მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს...

დაწვრილებით

უკრაინამ რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო_დენის შმიგალი

ივნისი 30, 2022
12
მთავარი

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანამ რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. „დღეს, 01:00 საათიდან, რუმინეთში ექსპორტი დაიწყო. საწყისი მოცულობა 100 მეგავატია. ევროკავშირთან უვიზო ენერგეტიკული რეჟიმი, რომელიც 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, ყოვლისმომცველ და პრაქტიკულ...

დაწვრილებით

თარსი 13, თილისმები, ჩვილისთვის დაბადების დღის გადახდა – რა უნდა იცოდეთ გავრცელებული გამოთქმების შესახებ

ივნისი 30, 2022
53
მთავარი

არასწორი ხალხური გამოთქმებისა და წარმოდგენების შესახებ  საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.  „არცონდა - არცოდვაა“ უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ...

დაწვრილებით

ჩვენს მდგომარეობაში, შეიძლება კაცი ბედნიერი იყოს? – ვის შეხვდა ნიკოლოზ წულუკიძე (+ვიდეო)

ივნისი 30, 2022
72
მთავარი

ნიკოლოზ წულუკიძე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა. შეხვედრა თიანეთში, სოფელ ერწოში შედგა.   ტელეწამყვანმა თქვა, რომ შეიძლება ადამიანი ერთხელაც მისი მონათესავე სული აღმოჩნდეს. წულუკიძის თქმით, შვილმკვდარი მამები ტკივილმა დაანათესავა.   ჩვენს...

დაწვრილებით

არის თუ არა ნაყინში სალმონელა და ლისტერია – რა წერია კვლევაში

ივნისი 30, 2022
138
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს. სეზონურობის ფაქტორისა და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე. სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის...

დაწვრილებით

ისრაელის პარლამენტი დათხოვნილია

ივნისი 30, 2022
14
მთავარი

ისრაელის 24-ე მოწვევის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post-ი წერს. საარჩევნო სიები პარტიებმა არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

ივლისი 27, 2020
195
მთავარი

მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობა დაწესდება

მარტი 6, 2020
99
მთავარი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადება

ნოემბერი 7, 2021
107





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!