უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ღამით, იერიშების შედეგად, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბირთვული კვლევითი რეაქტორი დაბომბეს.
სარაკეტო იერიშები უკრაინის მიმართულებით, ბელარუსის ტერიტორიიდანაც ხორციელდება. ამას ქალაქ ვილნის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა სამხედროებმა ვილნის თავზე ბელარუსის ტერიტორიიდან გასროლილი ოთხი რაკეტიდან, სამი ჩამოაგდეს.
შეტევითი ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე სოფელი.