რუსულენოვანი წირვა სვეტიცხოველში – ვიდეოს ფეისბუქ გვერდი მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უპირველეს საპატრიარქო ტაძარში – სვეტიცხოველში. წირვაზე რუს მგალობელთა გუნდიც გალობდა:
რასაკვირველია, რომ უფლის სადიდებლად ლიტურგიის ნებისმიერ ენაზე აღსრულება შეიძლება, თუმცა იმ ფონზე როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინტენსიურად უკანონოდ და თვითნებურად იჭრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში, კერძოდ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის და ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიებში და საქართველოს ეკლესიასთან შეუთანხმებლად აღასრულებს სხვადასხვა მსახურებებს, ხოლო საქართველოს ეკლესიას არ ეძლევა საშუალება ხსენებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღასრულოს თავისი კანონიკური უფლებამოსილება (ღვთისმსახურებისა და მისია- ევანგელიზაციის სახით) სრულიად სამართლიანია აღინიშნოს რომ ამ მეტად დაძაბულ ფონზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადაც გამოცხადდა რუსეთის მიერ უკანონოდ გაუქმებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენა და ასევე სადაც აღესრულება ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრება და მღვდელმთავართა ქიროტონია, პრინციპულად მიუღებელი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი დიდი წინაპრების შეურაცხმყოფელია რუსულ ენოვანი მსახურების შესრულება და წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას ქართველი ხალხის ეროვნული გრძნობების წინააღმდეგ.
ვფიქრობთ საქართველოს საპატრიარქო ქართველი ერის წინაშე ვალდებულია რომ ხსენებულ ფაქტზე გააკეთოს სათანადო განმარტება, გამომდინარე იქედან რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღრმად მხცოვანია და მცხეთა-თბილისის ეპარქიაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საპატრიარქო ქორეპისკოპოსებს, მიტროპლიტებს შიოსა (მუჯირი) და თეოდორეს (ჭუაძე) მოვითხოვთ მეტ განმარტებას, ვინ გასცა ლოცვა-კურთხევა სვეტიცხოველში აღვლენილიყო რუსულ ენაზე ლიტურგია?!” წერია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.