ყველასათვის ცნობილ დათა პაპას სახლთან, რომელიც ოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოდ იქცა, გუშინ მავთულხლართი აამაღლეს. ახლა მავთულხლართის სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრამდეა, რაც საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი დათა პაპას მეუღლისათვის საკვების მიწოდებას ართულებს.
ვალია ვანიშვილი ყვება, რომ ათობით ოკუპანტი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა, უფრო მეტიც, მავთულხლართების დასაინსტალირებელი ძელები მათ ვანიშვილების ვენახიდან მოიპარეს.
ახლა ვალია ვანიშვილთან მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფება, ოჯახი შიშობს, რომ ოკუპანტები მოზარდს საოკუპაციო ზოლის გადმოლახვის საშუალებას არ მისცემენ.
წყარო:მთავარი არხი