რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში მუშა დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება, INFO RUSTAVI ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 63წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სიმაღლიდან გადმოვარდა და საწარმოო ტრავმა მიიღო. შემთხვევა ფოლადსადნობ საამქროში მოხდა.
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაიყვანეს.