ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა” და პარტია “ქართული იდეის” წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ. ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი “თბილისი პრაიდის” ჩატარებას არ დაუშვებენ და ყველანაირი გზით შეეცდებიან მის ჩაშლას.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი “თბილისი პრაიდი” “ღირსების მარშით დასრულდება.” გამართავს. “ღირსების მარშის” სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.