რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
მიმდინარე კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ისინი პარლამენტის შენობის წინ გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ შსს-ს არ გაუვრცელებია.