ავარია ქუთაისში. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე, ბენზინგასამართ სადგურთან, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთი ტაქსია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
“გონკაობდნენ” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის. მსუბუქად დაშავებულია ერთი არასრულწლოვანი.