LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 2, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“, თენგიზ გიგიბერიას ასამართლებენ [ვიდეო[-ციხის კადრები

დაპოსტა 2021/02/09-ში
გაზიარება

რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“, თენგიზ გიგიბერიას ასამართლებენ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში თენგო „ფოთინსკის“ სახელით იცნობენ.

მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას და „კანონიერ ქურდობას“ ედავებიან, რომელიც რუსეთში 2019 წლის აპრილიდან დასჯად ქმედებად მიიჩნევა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, მაგრამ გიგიბერიამ მოსამართლე ტატიანა ფროლოვას პირდაპირ განაჩენის გამოტანის თხოვნით მიმართა:

„პატივცემულო, მე ყველაფერს ვეთანხმები, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, ყველაფერი მართალია, რასაც პროკურორი ამბობს. 1996 წლიდან კანონიერი ქურდი ვარ… ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, თუ გინდათ, დამსაჯეთ. მე გთხოვ, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ, ჩემთვის რთულია. არ არის საჭირო მოწმეების გამოძახება, პირდაპირ განაჩენი გამომიტანეთ“, – ციტირებს ქართველი „კანონიერი ქურდის“ სიტყვებს რუსული მედია, რომელიც სასამართლო პროცესს აშუქებს.

გიგიბერიამ ასევე განმარტა, რომ მის სხეულზე არსებული ქურდული სვირინგები ისე გაიკეთა, რომ არ იცოდა მისი მნიშვნელობა – მაგალითად ერთ-ერთი ასეთი სვირინგი იკითება, როგორც – „ციხე ჩემი სახლია“.

ბრალდბეულმა უკომენტაროდ დატოვა კითხვა, რომელიც ციხეში მისი 17-წლიანი პატიმრობის დროს მომხდარ სამართალდარღვევებს უკავშირდება. „კანონიერი ქურდი“ მრავალწლიან სასჯელს ყაჩაღობის, მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იხდიდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი მას ახალი ბრალდებები წარუდგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ციხეში კიდევ მრავალი წლის გატარება მოუწიოს.

17-წლიანი პატიმრობის განმავლობაში თენგო გიგიბერია ციხეში სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 300-ჯერ ამხილეს.

გიგიბერია ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი გადაცდომებია. მისი თქმით, 2011 წლიდან საკანში მარტო ზის და არ შეუძლია სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია, მათი კონფლიქტების მოგვარება, ვინმეს დაგვირგვინება და საერთო ფონდის განკარგვა.

ბრალდებულმა გამოთქვა ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი კოლონიის ადმინისტრაციის ინცპირირებულია.

მოსამართლე ტატიანა ფროლოვამ ჰკითხა ბრალდებულს, რატომ არ თქვა უარი „კანონიერი ქურდის“ სტატუსზე და როგორ ჩატარდა მისი „დაგვირგვინების“ პროცედურა.

„არ ვიცი, გჯერათ თუ არა. 2019 წლიდან, როგორც კანონი გამოვიდა, ჩემი ფიქრები მიმართული იყო იქითკენ, რომ გავითავისუფლო თავი ამ სტატუსისგან. გულით ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ჩავერთო რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებში. მყავს ორი პატარა ბავშვი, რომლებიც პირისპირ არასდროს მინახავს. ისინი გაიზარდნენ. უბრალოდ მინდა ავუხსნა, რატომ არ ვიყავი მათთან, რატომ გაიზარდნენ ჩემს გარეშე…

მე ვაპირებდი ამის გაკეთებას [ქურდული სტატუსის შეჩერება], როდესაც თავისუფალებაზე გავიდოდი. ქურდების ნახვა მინდოდა ამ საკითხზე. მინდოდა თავი გამეთავისუფლებინა და ჩემი საქმე სხვა გზით წასულიყო. თუ რაიმე სასწაული მოხდა და გამათავისუფლეთ, სიტყვას გაძლევთ – არ ჩავერიო კრიმინალურ საქმიანობაში და ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად. პატივცემულო, მე წესიერი ადამიანი ვარ, ყველა წმინდანს ვფიცავარ“, – მიმართა მოსამართლეს ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“.

აღიარების მიუხედავად, სასამართლო განხილვა გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თენგიზ გიგიბერიას დამატებით 15-წლიანი პატიმრობა ელის.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივი აღქმულია პოლიტიზირებულად-თურნავა

ოქტომბერი 1, 2023
27
მთავარი

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივ საკითხებით ნაკარნახევი, აღქმულია პოლიტიზირებულად, ეს აღქმების გამო ხდება, აღქმების ამბავი იყო ისიც, რის გამოც ახლა ჩვენ ახსნა-განმარტებების მიცემა გვიწევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ მთავარი...

დაწვრილებით

სამეგრელოში 50 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა

ოქტომბერი 1, 2023
29
მთავარი

სამეგრელოში, ხობი-საჯიჯაოს გზაზე 50 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა.ის ზუგდიდის რეფერალურ სსაავადმყოფოშია გადაყვანილი - მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა და გზის გადაჭრას ცდილობდა - მას...

დაწვრილებით

ქუთაისში პარლამენტი არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები – ლევან ხაბეიშვილი

ოქტომბერი 1, 2023
179
მთავარი

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ სოციალურ-ეკონომიკურ...

დაწვრილებით

გორში 1 კვირაა 60 წლის მამაკაცს ეძებენ

ოქტომბერი 1, 2023
275
მთავარი

გორში, 1 კვირაა 60 წლის არჩილ კაბულაშვილს ეძებენ. ახლობლების ცნობით, კაცი 23 სექტემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.  დაკარგული პირი მოხუცებულ დედასთან ერთად, გორის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. ქალი შშმ...

დაწვრილებით

საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველს ეძებენ

ოქტომბერი 1, 2023
268
მთავარი

საბერძნეთში, სანტორინიზე 25 წლის ოთო ქასოშვილს ეძებენ. ახალგაზრდა ოჯახს 22 დღეა, არ შეხმიანებია. „დედა ეძებს 25 წლის შვილს, ოთო ქასოშვილს, რომელიც ცხოვრობს სანტორინიზე ... 22-ე დღე არის, არ გამოჩენილა. არავინ...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ოქტომბერი 1, 2023
473
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებით

როდის და რამდენით იზრდება პენსია

ოქტომბერი 1, 2023
3.5k
მთავარი

მომავალი წლიდან გაიზრდება პენსია - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა...

დაწვრილებით

ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

ოქტომბერი 1, 2023
1.8k
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე დაასახელა ის სფეროები, სადაც დასაქმებულებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. „ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის...

დაწვრილებით

მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე-ლაზარეს წერილი ციხიდან

სექტემბერი 30, 2023
248
მთავარი

"მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქ -ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე წარმოშობდა სხვადასხვა პრობლემებს. ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად...

დაწვრილებით

მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სექტემბერი 30, 2023
259
მთავარი

მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, აღნიშნულმა პირები უკვე სომხეთში იმყოფებიან და საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება მათ თავშესაფრით უზრუნველყოფს. მისივე ინფორმაციით, ბოლო...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

კაკულიების საქმეზე ახალი ვიდეო კადრები ვრცელდება (+ვიდეო)

ივნისი 1, 2022
435
საზოგადოება

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია – გიორგი გახარია

სექტემბერი 19, 2020
1.4k
მთავარი

ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე, სადაც ტელეფონი დევს, თითქოს კოკაინის ფხვნილია

აპრილი 23, 2022
94





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!