რუსეთი რეგულარულ და ჩარტერულ ავიამიმოსვლას სრულად შეწყვეტს. შესაბამისი განკარგულება „როსავიაციას“ რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა მისცა.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ რეისებისთვის, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ. შეზღუდვა 27 მარტიდან უნდა ამოქმედდეს.
მოსკოვის მერმა რუსეთის პრეზიდენტს ქმედითი ღონისძიებებისაკენ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა.