რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარების 80% უვარგისი აღმოჩნდა, წერს გამოცემა La Stampa თავის წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა იუწყება, უვარგისი გამოდგა დახმარების 80%. რუსეთმა იტალიაში 14 თვითმფრინავი გააგზავნა, რომელზეც იყო სხვადასხვა აპარატურა დაავადების დიაგნოსტიკისა და დეზინფექციისთვის. ქვეყანაში რუსი სპეციალისტებიც ჩავიდნენ.
როგორც La Stapma აღნიშნავს, იტალიის დახმარებით რუსეთი თავისი პოლიტიკური მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად, ხოლო იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე დახმარების მიღებას იმიტომ დასთანხმდა, რომ მოსკოვთან პირადი ურთიერთობები გაემყარებინა.
აქამდე, კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა – კითხვაზე, იტალიის დახმარების სანაცვლოდ ხომ არ დააყენა რუსეთმა რამე პირობა, მაგალითად, სანქციების მოხსნა – განაცხადა, რომ რუსეთს იტალიისთვის არანაირი პირობები არ წაუყენებია.