მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამი მღვდლის დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.