უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა. კირილ ბუდანოვის თქმით, აგრესორი ცდილობს რაიმე სახის წარმატება აღდგომამდე გაიფორმოს. მისივე თქმით, რუსეთის გენერალიტეტში ახლა აზრთა სხვადასხვაობაა – ერთის მხრივ, გენერლებს არ სურთ ბრძოლის ველზე სიკვდილი, მეორეს მხრივ კი წარუმატებლობის შემთხვევაში რეპრესიების ეშინიათ.
“ისინი ძალიან ჩქარობენ, რადგან შეზღუდულები არიან დროში. ემზადებიან დონბასში გადამწყვეტი შეტევისთვის. სურთ რაიმე ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვონ, რითაც ამ სპეცოპერაციაში რუსეთის გამარჯვებას აჩვენებენ. ჩქარობენ სააღდგომოდ, მაგრამ გეტყვით რომ მათ ეს არ გამოუვათ.
რუსეთის გენერალიტეტში კი არ არის ერთობა, იმის გამო, რომ მათ არ სურთ ბრძოლის ველზე სიკვდილი. უკვე 8 გენერალია მოკლული და ეს აშინებთ მათ. ასევე ეშინიათ რეპრესიების – წარუმატებლობის შემთხვევაში”, – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უფროსი, კირილ ბუდანოვი.