LIVE TV
სამშაბათი, აგვისტო 16, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები – კელი დეგნანი

დაპოსტა 2022/06/30-ში
გაზიარება

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, რათა მიღწეული იქნეს პროგრესი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

დიპლომატის განცხადებით, სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს, ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.

“საქართველო ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია, ამას ისიც ადასტურებს, რომ მადრიდის სამიტზე მაღალი დონის დელეგაცია იყო წარმოდგენილი, ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ როგორი ერთიანი და ძლიერია ნატოს ალიანსი, რუსეთის სასტიკი ომის პირისპირ. ეს იყო ნატო-ს ამოცანის ხელახლა დადასტურება, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი და ის მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინ წაწევისკენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ეს სამიტი ასევე იყო შესაძლებლობა, საქართველოსთვის განხილულიყო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის ისევ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს ევროკავშირი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასე რომ, სამუშაო, რომელიც შესრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინ წასაწევად, ასევე მოუტანს სარგებელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სამხედრო სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ასევე პოლიტიკური სტანდარტებიც, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება.

აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში – ნელა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

აგვისტო 16, 2022
54
მთავარი

ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და...

დაწვრილებით

მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა

აგვისტო 16, 2022
514
მთავარი

ბათუმის პორტში სატვირთო მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების შედეგად იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

დაწვრილებით

თაღლითობა ინტერნეტში – როგორია ახალი სქემა

აგვისტო 16, 2022
20
მთავარი

საქართველოში ინტერნეტთაღლითობა კვლავ გამოწვევად რჩება. თაღლითები ადამიანთა დიდი ჯგუფების შეცდომაში შესაყვანად ქმნიან ახალ სქემებს, რომელთა ამოცნობაც სულ უფრო რთულდება. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა არის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Mymarket.ge-ის...

დაწვრილებით

ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი მესი უწოდეს

აგვისტო 16, 2022
15
მთავარი

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანური გუნდის ახალ ძლიერ თავდამსხმელად აღიარა და იტალიური მედია მას ქართველ მესის უწოდებს.   წარმატებული დებიუტი იტალიის სერია "A-ში" - ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ 68 წუთი ითამაშა,...

დაწვრილებით

რამდენ ადამიანს დაუდასტურა კოვიდი საქართველოში

აგვისტო 16, 2022
17
მთავარი

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ვირუსისგან...

დაწვრილებით

კვარაცხელიას ჟესტი გოლის გატანის შემდეგ – ნახეთ რას ნიშნავს

აგვისტო 16, 2022
13
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო გუშინ კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სერია „ა“-ში კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე...

დაწვრილებით

„გული გაჩერდა“ – გარდაცვლილი მოცეკვავის მეუღლის ემოციური პოსტი

აგვისტო 16, 2022
25
მთავარი

ცოტა ხნის წინ „სუხიშვილების“ ფეისბუკ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ანსამბლის სოლისტი, იაკობ მეტრეველი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გული გაჩერდა“, - წერს მანჩო ბარჯაძე და...

დაწვრილებით

ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო – გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შემდეგ

აგვისტო 16, 2022
31
მთავარი

სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა.   ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1...

დაწვრილებით

როგორი იქნება ვალუტის კურსი დღეს

აგვისტო 16, 2022
63
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 16 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0788-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარი გახდა....

დაწვრილებით

გარდაიცვალა,,სუხიშვილების” სოლისტი

აგვისტო 16, 2022
31
მთავარი

ანსამბლ ,,სუხიშვილების” სოლისტი იაკობ მეტრეველი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:   ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ანსამბლის სოლისტის და გამორჩეული პიროვნების – იაკობ მეტრეველის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს!...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მედიცინა

ვაქცინების დიდი არჩევანი აქვს- ჩვენს საზოგადოებას

ივლისი 17, 2021
41
მსოფლიო

პიტ დევიდსონი და კიმ კარდაშიანი დაშორდნენ

აგვისტო 6, 2022
12
მთავარი

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ უსახლკაროა

აპრილი 20, 2022
24





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!