LIVE TV
შაბათი, თებერვალი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როცა ქორწინდებოდნენ მაშინ ვერცერთი იფიქრებდა, რომ გავიდოდა სულ რამდენიმე დღე და 24 წლის გიგი გობეჯიშვილი რეანიმაციაში აღმოჩნდებოდა

დაპოსტა 2021/03/10-ში
2.4k
ნახვა
გაზიარება

როცა ქორწინდებოდნენ მაშინ ვერცერთი იფიქრებდა, რომ გავიდოდა სულ რამდენიმე დღე და 24 წლის გიგი გობეჯიშვილი რეანიმაციაში აღმოჩნდებოდა. ახალგაზრდა წყვილი სულ სხვანაირ მომავალზე ოცნებობდა და სულ სხვანაირი, ფერადი გეგმები ჰქონდათ – ისეთი, როგორზეც ალბათ, ყველა შეყვარებული ოცნებობს…

მწარე რეალობამ ეს წყვილი კლინიკის რეანიმაციამდე მიიყვანა. ისინი გასული წლის 31 აგვისტოს დაქორწინდნენ, სექტემბერში კი მდგომარეობა დამძიმდა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მანამდე იყო სიმპტომები, თავის ტკივილი, გულის რევა, გადაადგილების გაძნელება… ექიმთან მისულს ოპერაცია დაუგეგმეს, როცა გიგის მდგომარეობა უარესდებოდა, ექიმი ოჯახს ეუბნებოდა, რომ ეს რეაბილიტაციის პერიოდი იყო.

მეუღლეს თიკო გურგენიძეს ექიმის ნათქვამში ეჭვი შეეპარა და სხვა მედიკოსს მიმართა, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ გიგის ჯანმრთელობის პრობლემები გაცილებით რთული იყო… “პრაიმტაიმი” თიკო გურგენიძეს ესაუბრა, მას ახლა, ჩვენი მკითხველის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამბობს, რომ მისი მეუღლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ წაყვანაა.

 

24 წლის სპორტსმენის მდგომარეობა ქორწილიდან 10 დღეში დამძიმდა – ახლა ის რეანიმაციაშია

 

“ენცეფარიტზეა საუბარი, მაგრამ ფორმის დადგენაა ვერ ხერხდება. დღეს, მას მე-6 ოპერაცია უტარდება. გუშინაც მორიგი ოპერაცია გაკეთდა, ზურგის ტვინში სითხე არ ჩაედინებოდა, ახლა გაირკვა, რომ შუნტიც გაიჭედა… თავის ტვინზე გაურკვეველი წანაზარდიც დაფიქსირდა, რომლის სახეობა ჯერ კიდეც უცნობია.

ის ფიტნეს-ინსტრუქტორია და ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში მენეჯერად მუშაობდა. ქართველი ბიჭებისგან განსხვავებით, ძალიან მოწესრიგებულია, მშვიდი და გაწონასწორებული. მუდმივად აქტიურ სპორტში იყო, ფრენბურთელია და ყველასთან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწეოდა, ყველას აფრთხილებდა, რომ ჯანმრთელობის საფუძველი ფიზიკურ აქტიურობაშია და მავნე ჩვევები მას არ ჰქონია.

ჩვენ 31 აგვისტოს დავქორწინდით, 10 დღე ქალაქგარეთ ვიყავით, როცა ჩამოვედით თავის ტკივილი გაუმძაფრდა, გულის რევა დაეწყო, მერე გადაადგილება უჭირდა. ტომოგრაფია რომ გაუკეთეს, ოპერაცია დაიგეგმა, 3 ოპერაცია სრულიად უშედეგო აღმოჩნდა.

გიგის 6 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და დიაგნოზი ჯერ კიდევ არ არის დასმული. ახლა, ჩვენი ახალშექმნილი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გიგის თურქეთამდე ჩაყვანაა, რაც კოლოსალური თანხა ჯდება. მხოლოდ რეანომობილი 8 000 ლარი ჯდება. თურქეთშიც, რამდენიმე კლინიკამ გიგის მიღებაზე უარი თქვა, რადგან აქ უკვე მას ოპერაციები გაკეთებული აქვს. თუმცა, ერთი კლინიკა დაგვთანხმდა და იქ რომ წავიდეთ მინიმუმ 10 000 აშშ დოლარი ხელთ უნდა გვქონდეს.

არავის შეწუხება არ გვინდოდა, აქამდე ჩვენი და ახლობლების ხელშეწყობით მოვედით, 6 თვეა კლინიკაშია და მას აქამდე რაც სჭირდებოდა გვეყო, მაგრამ უკვე ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. ამიტომ, კეთილი ადამიანების ერთიანობის იმედი დაგვრჩა, სხვა არაფერი…” – ამბობს თიკო გურგენიძე.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ჩაურიცხოთ:

თიბისი ბანკი GE29TB7377345061100023
მიმღები თეონა გურგენიძე.
საქართველოს ბანკი GE81BG0000000279852500
მიმღები ეკატერინე გურგენიძე.
ᲨესაᲫლებელია plus ქულების გადარიცხვაც, რეკვიზიტები: პირადი ნომერი: 12001090885
მიმღები ცოტნე ქარუმიძე.
გაზიარება947

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
118
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
160
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
117
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
44
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
332
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
2.4k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
102
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
194
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
100
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
93
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».