LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 29, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე

დაპოსტა 2022/06/02-ში
გაზიარება

გრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.

„ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად,“-ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში საუბარია იმ შედეგებზე, რაც ამ კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია. კერძოდ, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე.

ამასთან, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს.

„საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება.

დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში.

ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ღმერთო ასე როგორ გაიმეტეს – ვინ არის გურიაში სასტიკად მოკლული ბიჭი

სექტემბერი 29, 2023
525
მთავარი

დღეს, რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში - ინფორმაციას ,,გურიანიუსი" ავრცელებს.  მოკლული 23 წლის ავთო სიხარულიძეა. სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის...

დაწვრილებით

დაუჩეხია და არხში ჩაუგდია – გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სექტემბერი 29, 2023
49
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 23 წლის ავთო სიხარულიძე სიცოცხლეს თანასოფლელმა გამოასალმა. როგორც “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი ბიჭი გზად შემთხვევით გამვლელმა ნახა და...

დაწვრილებით

მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ-გიორგი მიქაძე/”თელავი” გამარჯვების სერიას აგრძელებს

სექტემბერი 28, 2023
29
მთავარი

"ურთულესი თამაში იყო კარგ გუნდთან. ეს იყო ძალიან ემოციური დრამატული და მადლობა ბიჭებს ,დღეს არამარტო კლასით ,ხასიათით გამოვიჩინეთ თავი, მახარებს რომ ბოლო წუთებზე მეორეჯერ გოლს ვიტანთ ,ვუმატებთ და ეს ნიშნავს...

დაწვრილებით

ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

სექტემბერი 28, 2023
267
მთავარი

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოკლული ბიჭი სავარაუდოდ 21 წლის იყო. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3...

დაწვრილებით

ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია-ირაკლი ღარიბაშვილი

სექტემბერი 28, 2023
18
ირაკლი ღარიბაშილი
მთავარი

"რატომ მოხდა ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში არის ქარიშხალი ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ...

დაწვრილებით

ამ ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს-ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

სექტემბერი 28, 2023
12
მთავარი

"ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან, გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე...

დაწვრილებით

NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს

სექტემბერი 28, 2023
3
მთავარი

"NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემ" | ამის შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, „NATO-მ და...

დაწვრილებით

ყარაბაღის “რესპუბლიკა” 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

სექტემბერი 28, 2023
18
მთავარი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება....

დაწვრილებით

მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე-ხატია დეკანოიძე

სექტემბერი 28, 2023
28
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა. ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში...

დაწვრილებით

დაფდაფები ღამით – მესხიშვილის თეატრში დღეს პრემიერაა

სექტემბერი 28, 2023
11
კულტურა

,,დაფდაფები ღამით“ – სამი თეატრის პირველი ერთობლივი კოოპროდუქცია – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეტრალურ სეზონს დღეს პრემიერით გახსნის. 28, 29, 30 სექტემბერს, მესხიშვილის თეტრში წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
ვიდეო

“თქვენ საერთოდ ნამუსი თუ გაქვთ”-მოქალაქე ზესტაფონის მერიას მიმართვს

თებერვალი 25, 2023
914
მთავარი

„მადლობა უნდა გადავუხადოთ დიპლომატიური სამსახურის მთელ კორპუსს, ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტ ხალხს-გიორგი ვოლსკი

ნოემბერი 19, 2021
161
მთავარი

რუსთავში, ქალმა ქუჩაში ნაპოვნი ბარათით პროდუქტები შეიძინა

მარტი 16, 2023
157





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!