საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა კორონავირუსის 980 აღწერილი შემთხვევიდან 272 იყო, ანუ 27.7%. აღნიშნული რაოდენობიდან, ყველაზე დიდი წილი კი 46.6% (127) რუსეთზე მოდის, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთზე.
ამასთან, ანგარიშში საუბარია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლებზეც. კერძოდ, 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით ინფიცირების 129 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს, მათ შორის 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი და 18 (13.9%) – ტექნიკური პერსონალი.
„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის”,-აღნიშნულია ანგარიშში.