“არასწორია სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი Facebook-ზე წერს.
უფლებადამცველის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიდგომას აკრიტიკებს და წერს, რომ ბავშვებს არ უნდა მოსთხოვონ გამბედაობა იმისა, რომ სისტემას თავად დაუპირისპირდნენ.
“არასწორია სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს.
რეალურად ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ ამხელა გამბედაობა რომ დაუპირისპირდნენ სისტემას, აღმზრდელებს, რელიგიურ ინსტოტუციას. ან, უსაფრთხოების რისკები თავად შეაფასონ. ბავშვების აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგრამ არა მაშინ, როდესაც ობიექტური საფრთხე ემუქრება ან, მისი ნება არის დათრგუნული და იძულებულია უფროსებს ასიამოვნოს რაიმეზე დათანხმებით.
რომელი ბავშვიც ასეთი გამბედავი და ძლიერი არაა რომ წინააღმდეგიბის გაწევა გაბედოს დავტოვოთ ძალადობრივ და უკანონო გარემოში?
ჯერ ყველა ბავშვი გამოიყვანეთ და შეუქმენით სრული უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და მერე კითხეთ სად უნდათ ყოფნა.
ბავშვთა სახლიდან ბავშვთა სახლში გადაყვანაც არასწორია, დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში ან, მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში”, – წერს ანა არგანაშვილი
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბენეფიციარის გამოყვანას ითხოვს.