სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა, ლევან ბარათელი დააკავეს – ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავცრელებს.
წინასწარი ინფორმაციით, 28 წლის ლევან ბარათელს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას და გამოძალვას ედავება.
საქმეში ფიგურირებს თავად ლაშა ბარათელიც, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.
ლაშა ბარათელს კრიმინალურ წრეებში „ჭიას“ მეტსახელით იცნობენ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა.
ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან.
სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.
მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება, მანამდე კი თავს ევროპაში აფარებდა.
primetime.ge