LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რომელია საქართველოს ყველაზე მონახულებადი ადგილი (+ფოტო/ვიდეო)

დაპოსტა 2019/12/20-ში
გაზიარება

იმერეთსა და საქართველოში ყველაზე მეტად მონახულებადი ადგილი პრომეთეს მღვიმეა, ამის შესახებ იმერეთის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას განაცხადა. პრომეთეს მღვიმე მერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები – სწორედ ესა პრომეთეს მღვიმე. 1984 წლის 15 ივლისს  სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

პრომეთეს მღვიმე  ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, ამიტომაც,  შესვლისთანავე თავი ზღაპარში გეგონებათ. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს, რომელთა შექმნასაც მილიონობით წელი სჭირდება. იქ, 16 სხვადასხვა ზომის დარბაზია. ყველაზე ლამაზი  დარბაზი, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველი“ ეწოდება.

ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. ესენია: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთისდარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“, ანუ „იბერიის დარბაზი“. საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სანაოსნო ტურით მღვიმეში გამდინარე ნაკადზე, რომელსაც წარმოქმნის მდინარე ყუმი. მღვიმიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც საფეხმავლო, ისე სანაოსნო გზით. მთავარ შესასვლელთან მე-60 მეტრზე მღვიმეს ახშობს ტბა.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი ქუთაისიდან 21 კილომეტრში მდებარეობს. მანქანით აქ  ნახევარი საათში მოხვდებით. მღვიმე ორშაბათის გარდა, ყოველ დღე 10:00-დან 17:00 საათამდე მუშაობს. მღვიმეში წყლის დონის მატებისას, ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნავით გადაადგილება აკრძალულია.

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.50 ლარი;
  • ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა – 11.50 ლარი (საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!);
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის – 23 ლარი;
  • ნავით გადაადგილება მღვიმეში (საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის) – 11.50 ლარი;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის (ნავით გადაადგილება მღვიმეში) – 17.25 ლარი;
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი – უფასო;
  • ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) – უფასო;

ნავით გადაადგილება მღვიმეში:

  • საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირები – 10 ლარი;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეები – 15 ლარი;

პრომეთეს მღვიმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

თეგები: მოგზაურობაპრომეთეპრომეთეს მღვიმესაქართველოტურიზმი
გაზიარება211

დაკავშირებული -პოსტები

თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

თებერვალი 8, 2023
83
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...

დაწვრილებით

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11200-ს გადააჭარბა

თებერვალი 8, 2023
16
მთავარი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით...

დაწვრილებით

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

თებერვალი 8, 2023
9
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც...

დაწვრილებით

პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს-ოლაფ შოლცი

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა საჯარო შეჯიბრი ზოგიერთ ქვეყანას შორის, თუ ვის შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს. „ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია....

დაწვრილებით

“ის დანაშაულს არ აღიარებს”-ესებუას ადვოკატი

თებერვალი 8, 2023
35
მთავარი

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ  პირდაპირ ეთერში განაცხადა,...

დაწვრილებით

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თებერვალი 8, 2023
25
მთავარი

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც...

დაწვრილებით

11 თებერვლიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი. გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და...

დაწვრილებით

საქართველოს მიწა მაინც გერგოს..-ქალბატონი რომელსაც თურქეთში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 8, 2023
1.1k
მთავარი

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.. "ია როგორ მტკივა გული ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავუშობიდან დაწყებული გულის დარდები ჩემო საწყალო გოგო ეხლა...

დაწვრილებით

უმძიმესი ტრაგედიის გამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია

თებერვალი 8, 2023
68
მთავარი

მესხიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "08.02.2023 გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე🖤 ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია. P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და...

დაწვრილებით

ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება-ქუთაისში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

თებერვალი 8, 2023
28
მთავარი

ქუთაისში თურქეთში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს : მეგობრებო თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტენა აშენდა

დეკემბერი 9, 2021
34
ვიდეო

81 წლის ასაკში კინომსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

მარტი 5, 2022
98
მთავარი

ავარია ქუთაისში

სექტემბერი 21, 2021
3.9k





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!