რუსული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა დაასახელა ის 4 შემტხვევა, რა დროსაც რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. როგორც უკრაინული გამოცემა წერს, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც:
- თავის ტერიტორიაზე თავს დაესხმება ბირთვული იარაღის გამოყენებით;
- რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში;
- თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალები პარალიზდება;
- რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრებოდა.
- აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან „ბირთვული“ საფრთხეები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში რუსების შესამჩნევი წარუმატებლობის შემდეგ გაძლიერდა.
22 მარტს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკელ ჟურნალისტებს შეახსენა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.