იუსტიციის სკოლაში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლის არჩევაზე მსჯელობენ, ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი საბჭოში კენჭს 4 დასახელებულ კანდიდატს უყრიან.
კონფერენციაზე უკვე დაასახელეს ის კანდიდატები, რომლებიც ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.
კერძოდ, ეს კანდიდატები არიან:
- თემურ გოგოხია
- ბადრი შონია
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან მიქაბერიძე
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი არ შეაჩერეს. კონფერენცია იუსტიციის სკოლაში დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.