საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან, სადაც მეექვსე დღეა ტყის მასიური ხანძარია, დაახლოებით 19 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 16 000-მდე ადამიანი კუნძულიდან სახმელეთო გზით, 3000-მდე კი ზღვით გამოიყვანეს.
საბერძნეთის კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო ყველაზე დიდი ევაკუაცია ქვეყანაში, ტყის ხანძრის გამო.
ექვსი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაღუპულების შესახებ კი ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება
ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 266 მეხანძრე და 49 სახანძრო მანქანაა ჩართული, მათ დღეს ხუთი ვერტმფრენი და 10 თვითმფრინავი შეუერთდა.
როდოსში ტყის ხანძარი მაღალმა სიცხემ გამოიწვია. ტემპერატურამ 40°С-ს აჭარბებს. ცეცხლის გავრცელებას კი ხელს უწყობს ძლიერ ქარი.