ზურაბ ზვიადაურს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ადვოკატმა დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
უფლებადამცველის თქმით, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს:
“ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორად, საქმის დეტალების საჯარო სივრცეში საუბარი”,-თქვა დაკავებულების ადვოკატმა.