პოლიტიკოსი გოგი წულაია მკურნალობას განაგრძოს. ხვალ გახდება ცნობილი თუ როდის ჩაუტარდება მას ოპერაცია. როგორც გოგი წულაიას მკურნალი ექიმი ზაზა ლომინაძე აცხადებს პოლიტიკოსის მდგომარეობა კვლავ მძიმე, მაგრამ სტაბილურია:
“გიორგი წულია ისევ იმყოფება “კლინიკა ელ-ჯის” კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. ყველა ჰერმოდინამიკური მონაცემები ამჟამად ნორმის ფარგლებში აქვს. ხვალ დილით იგეგმება გაფართოებული კარდიოლოგიური, კარდიოქირურგიული, რეანიმაციული და ანესთეზიოლოგების ჩართვით კონსილიუმი, რომელიც გადაწყვიტავს მის შემდგომ მკურნალობის ბედს.” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
გოგი წულაია ინფარქით გუშინ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში.