პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაქცინა ქვეყანაში მარტის თვეში შემოვა.
“რაც შეეხება, როდის შემოვა ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში და რაც არის რეკომენდირებული, წლის ბოლო, ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩვენ ჩავუტარებთ ვაქცინაციას. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი არის და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, ასე ვთქვათ, ვუზრუნველყოფთ ამ ვაქცინაციით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.