LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როდის უნდა გაიყვანოთ ბავშვები ჰაერზე პანდემიის პირობებში – რას გირჩევთ პედიატრი

დაპოსტა 2020/04/21-ში
257
ნახვა
გაზიარება

პედიატრი თემურ მიქელაძე, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მშობლებს ურჩევს, ბავშვები 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში ეზოში, მეთვალყურის თანხლებით, გაიყვანონ. როგორც თემურ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ ბავშვს ხელისგულები, ხელის ზურგი და სახე ღია ექნება, 15 წუთი საკმარისია, რომ D ვიტამინი სწორად გამომუშავდეს. პედიატრის თქმით, საქართველო არ მიეკუთვნება ისეთი განედის ქვეყნებს, სადაც ადამიანს D ვიტამინის მკვეთრი დეფიციტი შეიძლება განუვითარდეს.

„დღვანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვი შეგვიძლია 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში გავიყვანოთ ეზოში, ოღონდ აუცილებლად ბავშვთან ერთად უნდა იყოს მოზარდი ან მოზრდილი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს მას. თუ ბავშვს ხელისგულები, ხელის ზურგი და სახე ღია ექნება, 15 წუთი საკმარისია, რომ D ვიტამინი სწორად გამომუშავდეს. თუ იქნება მკაცრი საკარანტინე რეჟიმი, მაშინ შეგვიძლია საკვებით და ზოგ შემთხვევაში, D ვიტამინის საპროფილაქტიკე დოზა დავნიშნოთ ასაკის მიხედვით: შეგვიძლია ერთი, ორი, ოთხი წვეთი თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში მივცეთ ბავშვს. D ვიტამინი არ არის ძვირადღირებული პრეპარატი. საქართველო არ მიეკუთვნება ისეთი განედის ქვეყნებს, სადაც მკვეთრი D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განგვივითარდეს, ამიტომ თუ კარგ ამინდში (და არა ქარიან, წვიმიან ამინდში) 14:00-16:00 საათამდე შუალედში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გავალთ აივანზე, ჩვენ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს მივიღებთ.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის მთავარია სწორი და ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ეს მოიცავს 50% ბოსტნეულს, 20-25 % ხილს, დანარჩენი ცილა, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები და მარცვლეული,” – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, გარდა სწორად დაცული კვების რაციონისა და რეჟიმისა, აუცილებელია, ბავშვები დღის განმავლობაში 15-20 წუთის განმავლობაში ფიზიკურადაც დაიტვირთნონ.

„არასოდეს არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ეზოში სეირნობისას. ან თუ მიდიხართ სოფელში ან აგარაკზე, ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა გადავიდეს მეზობელთან.

მეორე პრობლემა, რაც ბავშვებთან შეიძლება გამოგვივლინდეს, ეს არის ეკრანდამოკიდებულების პრობლემა. ონლაინ გაკვეთილებისა და სხვადასხვა აქტივობის გამო ბავშები ეკრანს მიეჯაჭვნენ. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ ბავშვები დღის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერაც გავიყვანოთ 15-20 წუთით. ოღონდ აუცილებელია იყოს კარგი და მზიანი ამინდი. მოღრუბლულ, ქარიან და წვიმიან ამინდში შეიძლება ვირუსული ინფექციაც დაემართოთ. ახლა ცირკულირებს გრიპის ვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები,” – განაცხადა მიქელაძემ.

პედიატრის თქმით, კომპლექსური ვიტამინების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება მხოლოდ ისეთ ბავშვებშია რეკომენდირებული, რომლებსაც აქვთ ქრონიკული პათოლოგია, შეწოვის პრობლემები და სხვ. ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც მშობლები საკვებ პროდუქტებს სწორად ურჩევენ, კომპლექსური ვიტამინების დამატება საჭირო არაა.

„ერთადერთი თუ გარეთ ვერ გაგვყავს, შეგვიძლია საპროფილაქტიკოდ გამოვიყენოთ D ვიტამინი. მაგრამ თუ მივცემთ ბავშვს თევზს, რძის პროდუქტებს და D ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს, საქართველოსნაირი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნისთვის არ არის D ვიტამინის ჭარბი დოზის მიღება აუცილებელი. რამეთუ D ვიტამინის სიჭარბე უფრო რთულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი ნაკლებობა,” – განმარტა თემურ მიქელაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პირბადებიის გაკეთება ღია სივრცეში ბავშვებისთვისაც არაა აუცილებელი. რაც შეეხება ლიფტით მგზავრობის წესებს, სასურველია კაბინაში მხოლოდ ოჯახის წევრთან ერთად შესვლა.

„თუ მარტო მგზავრობთ ლიფტით და სხვა უცხო ადამაინი არ არის, გადაცემის მექანიზმი ნაკლებად იქნება. აუცილებელია, ბავშვმა სახელურს არ მოკიდოს ხელი, ღილაკებსა და კედლებს არ შეეხოს. ასე არ დაფრინავს ვირუსი. თუმცა, ბოლომდე არ არის გაშიფრული ვირუსი და რა დროს შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია და ჰაერ-წვეთოვანი გავრცელება ჰპოვოს, არავინ არ იცის. დამატებითი დაზღვევისთვის, შეიძლება პირბადის გაკეთება,” – განაცხადა მიქელაძემ.

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
107
მთავარი

17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
356
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

დეკემბერი 9, 2025
90
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.7k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს”- კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
53
მთავარი

თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
81
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

” საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს” – კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
19
მთავარი

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!”- გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერი 9, 2025
13
მთავარი

მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

დეკემბერი 9, 2025
23
მთავარი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2025 წლის რეიტინგი განაახლა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერია. ქართველმა სპორტსმენმა 5751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».