„როდესაც ჩემზე თქვეს, რა კარგი ქმარია, მეუღლეს ეხმარებაო, პირველი პროტესტი მაშინ გამიჩნდა. რას ჰქვია მეუღლეს ვეხმარები? შეიძლება მიეხმარო შენს მეზობელს, შენს ნათესავს, კოლეგას. მეუღლეს კი არ ვეხმარები, ჩემს შვილს ვზრდი. ორივე ერთად ვზრდით და ეს პასუხისმგებლობის თანაბრად გაზიარებაა. ამას ვერავის დავამადლი- ვაკეთებ ჩემს საქმეს ჩემი შვილისთვის. ამაზე მაგარი რა უნდა იყოს, როცა აი ისეთი იღბალით დაგაჯილდოებს ღმერთი, რომ შენი შვილის გაზრდა შეგიძლია. სხვადასხვა აქტივობიდან ყველაზე მეტად სარეცხის გაფენის პროცესი მომწონს, ვეფერები მის ტანსაცმელებს, თან მისი ენით ვსაუბრობ და ვიღებ ამოუწურავ ენერგიას. მერე ამ ენერგიას სასიკეთოდ ვუშვებ ირგვლივ მყოფებისთვის სიკეთის, იუმორის და კარგი განწყობის სახით. მადლობელი ვარ ეველინის, რომ მამად მაქცია.“ – ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დათო ლიკლიკაძე და მისი შვილი – ეველინი.
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.










