მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად დაიწყებენ. ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშები სკოლებში დდა სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“,-განაცხადა გახარიამ.