გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
„ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.