საქართველოში ნალექი 19 მარტამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
მათივე ცნობით, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5-7 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0-დან და +5 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი -5-0 გრადუსი.
19 მარტს დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა შემცირდება, გამოიდარებს და ჰაერის ტემპერტატურა მოიმატებს. ამინდი გაუმჯობესდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
Imedinews.ge