ახლა პიკში ვართ და 15-20 აგვისტომდე შესაძლებელია ეს პიკური პერიოდი გაგრძელდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პიკური პერიოდის შემდეგ გარდაცვალების რიცხვი მატულობს.
„ახლა პიკში ვართ და ალბათ, აგვისტოს 15-20 მდე შესაძლებელია ეს პიკური პერიოდი გაგრძელდეს.
მოგეხსენებათ, პიკის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ, პიკი გვქონდა 12-24 დეკემბრის პერიოდში, როცა დეკემბერში 53 ადამიანის გარდაცვალება დაგვიდასტურდა, მაშინ ინფიცირების პიკი შედარებით ადრე, ნოემბრის ბოლოს იყო.
ანუ, ეს დაახლოებით 2-3 კვირით ჩაანაცვლებს. დაავადების ყველაზე მძიმე გამოსავალი პიკური პერიოდიდან ცოტა მოგვიანებით იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.