როინ კვასხვაძე კვლავ ქუთაისის “ტორპედო”-ს ღირსებას დაიცავს. ერთდროს საყვარელ გოლკიპერს გულშემატკივართა ნაწილი უგულოდ და უიმედოდ დახვდა. ისინი უარყოფით დამოკიდებულებას არც მალავენ, თუმცა მშობლიურ გუნდში თამაში, როგორც არაერთი გულშემატკივარი ამბობს, არათუ უჭირდა, რიგიანი კაპიტანიც იყო.
წყარო FC Torpedo Kutaisi.
აღნიშნულ გადაწყეტილებას გულშემატკივართა არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა. “რამდენი გამოგდებულის შეფარება იგეგმება კიდევ? აბა ამას ტრანსფერი არ ჰქვია”,
“წაიყვანეთ უკან აღარ დააბრუნოთ”,
“ეს ძირითადში არ იქნება იმედია”- ასე ეხმაურებან კლუბის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი კვასხვაძის “ტორპედო”-ს რიგებში დაბრუნებას.