“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დღეიდან “მთავარი” ირაკლი ღარიბაშვილს, ანზორ ჩუბინიძესა და ვახტანგ გომელაურს ტიტრში იმ სახელით გამოიყენებს, როგორც ბერა ივანიშვილი იხსენიებს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
“ტელევიზია უნდა ასახავდეს რეალობას. მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელებს. ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც, რაც მოვისმინეთ, ყველას “კლიჩკები” აქვთ. ხოდა, რეალობის ასახვის ვალდებულების გამო, ტელეკომპანია მთავარი ამიერიდან ტიტრებში გამოიყენებს ამ პერსონაჟების რეალურ სახელებს:
- იკა ღარიბაშვილი
- ანზორა ჩუბინიძე
- ვახო გომელაური
სანამ ეს მონები ხელისუფლებაში არიან, ასე იქნება მუდამ”, – წერს ნიკა გვარამია.