“ვაიმე ჟუჟუნა, ჩემო ლამაზო გოგო, როგორ მეგონა შენს პრინცესასთან ერთად ცოცხალი იყავი და სადღაც დამალული. ნათელში იყოს თქვენი ნაწამები სულები. იძახდა ლამარა, ხელს ადებდა და 13 წელი უნდა ეგრიალათ ამ აქოთებულებს. ამოწყდით” – ამის ესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.
საბერძნეთის პოლიციამ ქართველი დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები გაავრცელა.
ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაკავებულია სამი პაკისტანელი, რომელთაგან ორს ბრალად უშუალო მკვლელობა ედება, ხოლო მესამე მათ, ქართველი ქალების დახოცვის შემდეგ, კვალის დაფარვაში ეხმარებოდა. რა მოიაზრება ამაში?!
სიტყვებით აღუწერელია სისასტიკე, რომლითაც მათ 13 წლის წინ დედა-შვილი გაიმეტეს. ორი პაკისტანელი ჩვენებაში აღწერს, თუ როგორ მოკლეს ქართველები და შემდეგ კი, ცხედრები დაანაწევრეს. სხეულის ნაწილები სანაგვე პარკებში ჩააწყვეს და მესამე პაკისტანელის დახმარებით ნაგვის სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს, რათა ეჭვი არავის მიეტანა და შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ.
სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დედა-შვილი 13 წლის მანძილზე ყველას გაუჩინარებული ეგონა, ვერ მიაკვლიეს მათ ცხედრებს, რომლებიც, ფაქტობრივად, აღარც არსებობს.
პაკისტანელების აღიარების მიხედვით, ისინი კარგად იცნობდნენ ქართველ ქალებს და დანაშაულის ჩადენის მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებენ.
როგორ გამომჟღავნდა სასტიკი დანაშაულის შესახებ?!
ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიებამ მაშინვე მიაკვლია სამ კრიმინალს. აქედან ერთი პაკისტანელი ათენის ცენტრში მაღაზიებსაც ძარცვავდა. დაკავების შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს.
georgians.gr