კივი კანისთვის საოცარ ხილად ითვლება. ის ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზირებას, დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც კანის დნმ-ს იცავს დაზიანებისგან. ჯადოსნური მწვანე ხილი, ნაოჭებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.
როგორ ვაქციოთ კივი თავის მოვლის რუტინის ნაწილად?
- ყოველ დილით, საუზმეზე მიირთვით ერთი კივი.
- ბლენდერის გამოყენებით, შეურიეთ ერთმანეთს კივი და იუგურტი და მოამზადეთ გემრიელი სმუზი.
- დაუმატეთ კივი თქვენ საყვარელ დესერტებს: ნაყინი, შეიქი, ნამცხვარი, ხილის სალათი.
- გაიკეთეთ ნიღაბი: იმისათვის რომ გადაღლილი სახე სწრაფად გამოაცოცხლოთ, დაჭყლიტეთ კივი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- გაიკეთეთ ნიღაბი: თუ გსურთ სახის დატენიანება და გამოცოცხლება, დაჭყლეტილ კივის დაუმატეთ მწიკვი კურკუმა და მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.