ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
მედიკოსი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ამცრელ პუნქტებამდე მისვლას ვერ ახერხებს, ინფორმაციას ავრცელებს.
“მათთვის, ვინც ვერ გადაადგილდება და კლინიკებში მისვლა გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია ბინაზე აცრა.
მობილიზებულია ამცრელი ბრიგადები.
დარეკეთ 1522, მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია და დაგეგმეთ ვაქცინაცია ბინაზე!”, – წერს ექიმი.