ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნეს ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ოჯახი მის გამოჯანრთელებაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი. აღნიშნული პოსტი კონსტანტინე გამსახურდიამაც გააზიარა და დაწერა, რომ ოპტიმიზმის საფუძველს რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოც ამყარებს.
„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის.
ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო
გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი
თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.