ახალი კორონავირუსის ულტრასტრუქტურული მორფოლოგიური გამოსახულება 29 იანვარს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა.
რონავირუსის არსებობა პირველად დადასტურდა 2019 წლის დეკემბერს, პნევმონიით დაავადებული პაციენტის დადებითი სინჯის ნუკლეინური მჟავის შემოწმებისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი შეტყობინება ამ ტიპის ვირუსის შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო, სადაც აღნიშნული იყო „უცნობი ვირუსის“ გავცელება, თუმცა სიმპტომები პირველად რამდენიმე კვირით ადრე, 8 დეკემბერს დაფიქსირდა.