შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებული 8 წლის დათის (დათი ქოქრაშვილი) დედა პოსტს აქვეყენებს:
“დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო,მარჯვენა ფეხიო…რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი რაც დაგვრჩამიკონკრეტებს ეგ არა,მეორეო
არ ვიცი რა გავაკეთო…რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა რომ მეორე ფეხი აღარ აქვს,რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა
ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ
“-წერს დათის დედა
31 მარტს, დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, ბავშვი ტროტუარზე იდგა, მას ცალი კიდურის ამპუტაცია დასჭირდა, ახლა კი სიცოცხლისთვის იბრძვის.