ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს შედარებით დაბალი IQ აქვთ. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა JAMA Pediatrics წერს.
ექსპერტებმა შენიშნეს, რომ 2020 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული მოტორული და კოგნიტიური უნარები.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირველ წელს დაბადებულ ბავშვებში, რომლებიც 6 თვის გახდნენ, კოგნიტიურ და მოტორულ უნარები შეიძლება, უარყოფითად შეფასდეს. მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები 20 ქულით ჩამორჩება ბავშვებს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის დაწყებამდე დაიბადნენ.
კვლევისას, მკვლევარებმა 255 ბავშვი შეისწავლეს. ამ ბავშვების დედების ნახევარს ორსულობის დროს კორონავირუსი ჰქონდა. მათ შორის, უმეტესობას მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმით. ჯერჯერობით, მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, როგორ იმოქმედა კოვიდ პანდემიამ ბავშვების ზოგად განვითარებაზე. მშობლებს კი რეკომენდაციას აძლევენ, მეტი იმუშაონ პატარებთან, მათი სწორად განვითარებისთვის.