როგორი იქნება 3 აგვისტო ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღის პირველ ნახევარში გაფრთხილდით – მოსალოდნელია ტრავმები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
დღის მეორე ნახევარში კი ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება გელით. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით.
შეგიძლიათ მეგობრების და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი.
შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.
ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს ერიდონ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ტყუპები
არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შენაძენი.
მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს.
კირჩხიბი
შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ყველა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. შეგიძლიათ, ძველი მეგობრების და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
გამორიცხული არ არის მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი.
ლომი
დღის პირველ ნახევარში ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით.
ბრწყინვალე ორგანიზატორული მონაცემები თანამოაზრეების შემოკრებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი. გამორიცხული არ არის პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.
შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან ცნობა ან თხოვნა მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა.
საქმეში შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების ან პარტნიორების რჩევებს დაეყრდნოთ.
სასწორი
კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს საქმეებზე და გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ – გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ.
მორიელი
ამ დღეს ბევრი მორიელი კაცის მოქმედება არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან კომპრომისის მიღება უჭირთ. შეგიძლიათ, ადამიანები საკუთარი სურვილის მიხედვით მართოთ, ამიტომ მათი თავმოყვარეობის და ღირსების რეალურად შეფასება გიჭირთ.
ამის გამო ოჯახშიც კი მოსალოდნელია კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარი მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხმაურიან წვეულებებს. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ. სიმშვიდე და დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
თხის რქა
ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლავს. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი ადამიანის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. თავი შეიკავეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან.
მერწყული
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარ მოქმედებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან კონფლიქტი.
ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს დადებული გარიგებები შემოსავლიანი იქნება.
თევზები
მოსალოდნელია ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გამორიცხული არ არის მძიმე არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ, არასწორი იქნება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, დამშვიდდეთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. შეცდომებს მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებთ.