ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7840 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7821 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7932 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7874 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.