გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.