ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე კვირაში საქართველოში კორონავირუსის “დელტა” შტამი დომინანტური გახდეს.
მისივე თქმით, ღია სივრცეში “დელტა” შტამის გადადების საშიშროება, გაცილებით მაღალია.
“ალბათ, “დელტა” შტამი რამდენიმე კვირაში დომინანტური იქნება. სხვა ქვეყნების დინამიკით შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ, რეალურია.
გაცილებით სწრაფად ვრცელდება, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ჩვენთან შეზღუდვები პრაქტიკულად მოხსნილია და ზოგიერთმა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ისიც დაიჯერა, რომ კორონა და პანდემია აღარ არის, საერთოდ აღარ ვრცელდება, სიფრთხილეს არ იცავენ.
ნიღბის ტარება სავალდებულო დარჩა დახურულ სივრცეში, მაგრამ ღია სივრცეში, რომ მოიხსნა ეს ვალდებულება, ბევრ ადამიანს დახურულ სივრცეშიც ავიწყდება პირბადის ტარება.
ღია სივრცეში თუ მჭიდრო კონტაქტია, “დელტა” შტამის პირობებში, საშიშროება, რომ ღია სივრცეში “დელტა” შტამი გადაგვედოს, გაცილებით მაღალია”, – განაცხადა ზოიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.