პოლიციამ დედის დამამძიებელგარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მარტვილში 27 წლის ახალგაზრდა დააკავა.
მეზობლების ინფორმაციით, შვილმა დედა სენაკში ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრა, როცა 45 წლამდე ქალი დასთან სენაკში მშვიდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა.
ქალი სენაკში კლინიკა სენამედში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრილი ქალი ოჯახთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში ცხოვრობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.