ბათუში, შუა ქალაქში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 11 047 000 ლარს შეადგენს.
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1500 კვ.მ-ია, ეზოსი – 2300 კვ.მ.
განცხადების თანახმად, სახლი მოწყობილია თავისი ტექნიკითა და ანტიკვარული ავეჯით, რომელიც ხის და ტყავის ნაკეთობებს წარმოადგენს. ამასთან, სასახლე მოპირკეთებულია ხეში, ქვაში და მარმარილოში.
ეზოში მოწყობილია ფანტანები და ქანდაკებები.
“ექსკლუზიურად! გამოტანილია გასაყიდად სასახლე! ბათუმში, შუა ქალაქში. (6841) მოწყობილი სრულიად თავისი ანტიკვარული ავეჯით და ტექნიკით. (სახლის ყველა ავეჯი წარმოადგენს ხის და ტყავის ნაკეთობებს) ხეში, ქვაში, მარმარილოებში მოპირკეთებული. ფანტანებით, ქანდაკებებით. ხელით ნაკეთები ხის კარები, კიბეები მოჩუქურთმებული. კლასიკური რემონტი. დიდი ჭაღებით. ფაქტიურად სახლი არის მუზეუმი თავის ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სამ სართულიანი სახლი: საერთო ფართობით 1500მ2. აშენებული 2005 წელს. თითო სართული 500მ2. უმაღლესად ნაშენები. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სველი წერტილები. სამზარეულო, თავისი დიდი სასადილო ოთახით დარბაზული ტიპის თავისი ბუხრის კუთხით. მეორე სართულზე: დიდი მისაღები რიოიალის და მომსასვენებელი კუთხით, 2 საძიებელი, 3 სველი წერტილი, აივნებით. კაბინეტი, დიდი გარდერობი. საძინებლები (50მ2 დან 80 მ2 მდე); მესამე სართულზე: 3 საძინებელი (მასტერბედრუმის ჩათვლით 80მ2 , სველი წერტილით, გარდერობით, კაბინეტით) მომსასვენებელი სივრცე. კამერების და სიგნალიზაციის (დაცვის) სისტემის ოთახი. 3 სველი წერტილით (მინიმუმ 15 მ2). აივნებით. დამატებით ეზოში განთავსებულია შენობა დიდი სამზარეულო ბარით სასადილო ოთახით, მოსასვენებელი კუთხით, გადახურული აუზით, სპორტული კუთხით და საუნით, თავისი შველი წერტილით. ბოილერების და ელექტროგაყვანილობის ოთახით. ეზო 2300მ2. გალავანში. გამწვანებული, ჩანჩქერით, პალმებით, ხე მცენარეებით. ქვაფენილით მოპირკეთებული, მინდორი სარწყავი სისტემით. ყვავილნარი. ფანჩატური. საპარკინგე 4 ადგილით ნახევრად ღია და დახურული ტიპის, სახლის მომიჯნავედ, თავზე დიდი ვერანდით.” – აღნიშნულია განცხადებაში.