ავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს სიონის ტაძარში პარაკლისს არ დაესწრო.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის პირად ექიმს, ცისანა შარტავას დაუკავშირდა.
მისი თქმით, პატრიარქი თავს სტაბილურად გრძნობს და პარაკლისს საპატრიარქოს ტაძარში იხდის.
„პატრიარქი სტაბილურადაა, სიონის ტაძრის ნაცვლად, პარაკლისს საპატრიარქოს ტაძარში იხდის“,- გვითხრა ცისანა შარტავამ.
“ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული – აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა მას შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. არ ვიცი, პატრიარქს არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს” ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.










