დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინირებულ მოქალაქეებში ლეტალობის შესახებ კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებს შორის გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.
“ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებების და სიკვდილის რისკს – ამ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს .
ჯანმოს კვლევის მიხედვით:
- საქართველოს ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია;
- ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს
- 2 დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა” – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვალუტის კურსი განახლდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185...